27 იანვარი 2023,   22:13
ვრცლად
"ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება რომ არ ხდება როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები კვდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის შეურაცხყოფა" - სალომე სამადაშვილი

უკრიანაში 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო ოპოზიციის ნაწილმა ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადება მოითხოვა, ნაწილმა კი ხელისუფლების სამძიმარი დაგვიანებულად მიიჩნია.

"როგორ შეიძლება გაზომო, ადამიანი, რომელიც ბრძოლაში დაეცემა, მათ მიმართ რაიმე სახის პატივი. პირიქით, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა სათანადოდ დავაფასოთ. რაც შეეხება სამძიმარზე, მე არ მინახავს არც ერთი მათი წარმომადგენელი გასვენებაში და სამძიმარზე, თუ თქვენ მეტყვით - მე რა თქმა უნდა ბოდიშს მოვიხდი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრი და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დუმილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა.

"ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, ვფიქრობ, რომ შოკისმომგვრელია ის, რომ სრული დუმილით ეგებება ხელისუფლება ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვას უკრაინაში და სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, ის მიზეზი, რატომაც ჩვენ გვესმის ხმამაღალი მოწოდებები, იქნება ეს გლოვის დღის გამოცხადება თუ სხვა. იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება რომ არ ხდება და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები კვდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის შეურაცხყოფა თითოეული საქართველოს მოქალაქის," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები