07 თებერვალი 2023,   15:56
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" "ანეკდოტების შოუ" იწყება

"რუსთავი 2" ერთგული მაყურებლისთვის კიდევ ერთ იუმორისტულ გადაცემას იწყებს. დღეს, ზუსტად 23:00 საათზე "ანეკდოტების შოუ" იწყება.

გადაცემა, სადაც იქნება ბევრი სიცილი, კარგი განწყობა და შეჯიბრი იუმორში. პაატა გულიაშვილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უმასპინძლებს და ერთმანეთს ანეკდოტებში შეაჯიბრებს. ვინც უფრო მეტად გაგვაცინებს - ფულადი პრიზით დასაჩუქრდება.

გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მაყურებელს მხიარული განწყობა შეუქმნას. 

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები