04 ოქტომბერი 2026,   04:21
ვრცლად
რატომ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პროგრამის გამოყენება ბიზნესებისთვის?

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. საწყის ეტაპზე მათთვის რთულია ფინანსების მოძიება საჭირო კადრების დასაქირავებლად, რომელნიც ამ საქმეს უზრუნველყოფენ. მარაგების კონტროლის გარეშე კი ნებისმიერ ობიექტს გაუჭირდება მუშაობა, ასეთ ვითარებაში განვითარებასა და წარმატებაზე ფიქრიც კი არარეალურია.

იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული საკითხი მარტივად და ამავდროულად დიდი დანახარჯების გარეშე მოაგვაროთ, უნდა ისარგებლოთ ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყოთი ოპტიმო.

ოპტიმო - ეს გახლავთ გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც წარმოუდგენლად ამარტივებს მარაგების აღრიცხვას, მართვასა და კონტროლს.

აყენებთ პროგრამას თქვენს ობიექტზე და ერთჯერადად მასში პროდუქციის შეყვანის შემდეგ მუდმივად გაქვთ ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებულ ნაშთებზე, თან ეს ყველაფერი ხდება ზედმეტი ფინანსური დანახარჯების  და დროის გაწელვის გარეშე.  

დიახ, თვეში სულ რაღაც 40 ლარად შეგიძლიათ გამოიყენოთ ოპტიმო, პირველი 14 დღე კი სრულიად უფასოდ ისარგებლებთ მისით, რათა უკეთ გაიცნოთ, დატესტოთ და გაერკვეთ მუშაობის პრინციპში.

ოპტიმო მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა, მისი გამოყენება არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას, თუმცა, თუ კი რაიმე სახის პრობლემა წარმოიშობა ოპტიმოს გუნდი მუდმივად მზადაა მხარდაჭერისთვის. მათთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.

გარდა იმისა რომ ოპტიმო აღრიცხავს მარაგებს, ასევე სტატისტიკისა და ანალიტიკის სახით იძლევა ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, მისი დახმარებით მარტივად ამოსაცნობია ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე კარგად იყიდება, ან პირიქით უჭირს რეალიზაცია.

გარდა ამისა, ოპტიმოს საშუალებით ბიზნესის მფლობელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია მიიღოს ინფორმაცია შემოსავლებზე, გაყიდვებსა თუ მოგებაზე.

ოპტიმო ეხმარება საქმის მარტივად გაკეთებაში როგორც ბიზნესის მენეჯერს, ასევე მომუშავე გუნდსაც. იგი ინტეგრირებულია rs.ge-თან, რითაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადების ატვირთვას  და კორექტირებასაც კი.

ოპტიმოს მოლარის სივრცე აძლევს მოლარეს საშუალებას, სწრაფად აწარმოოს გადახდები, პროდუქცია გაატაროს არა მხოლოდ შტრიხკოდით, არამედ დასახლებით ან სხვა მახასიათებლით, გადართოს ჩეკი თუ მომხმარებელი შეყოვნდა და მოემსახუროს მეორეს, სანამ წინა დაბრუნდება, მუდმივად იყოს ინფორმირებული ფასების ცვლასთან დაკავშირებით, არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი და.ა.შ.

თუ გსურთ, მარტივად მართოთ ბიზნესი და თქვენი მთავარი საფიქრალი იყოს წინსვლა და განვითარება, ეწვიეთ საიტს optimo.ge, მოითხოვეთ დემო და ისარგებლეთ გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამით, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას.

 

(R)

დღის ამბები