თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ კავკასიის რეგიონში ეკონომიკის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს. ისაუბრეს უკრაინის ომის გავლენაზე და სურსათის ფასებზე.
პრეზენტაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.