03 ოქტომბერი 2026,   23:42
ვრცლად
ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩენილა - პოლოინეთის პრეზიდენტი

ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩენილა - ამის შესახებ პოლოინეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ქვეყნის პირველი პირის პოზიცია უცვლელია. პოლონეთში უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

შემთხვევაში კი დუდა რუსეთს ადანაშაულებს, რადგან სწორედ მან წამოიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პოლონეთის მეზობელი სახელმწიფო კი თავს იცავს.

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აცხადებს, რომ შფევდოში მომხდარი ინციდენტი რუსული აგრესიის ბრალია.

"ფშევოდუვში ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. რა თქმა უნდა ეს რუსეთის ბრალია, რადგან სწორედ მან დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინა თავს იცავდა და თავდაცვის შედეგად მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემი განცხადების გაკეთების დღიდან არაფერი შეცვლილა. ყველანი ველოდებით გამოძიების დასკვნას. რა თქმა უნდა, მე პროცესში არანაირად არ ვერევი.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. ერთი რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. მეორე რაკეტა კი უკრაინის ტერიტორიაზე,"- აცხადებს დუდა. 

დღის ამბები