ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მოწყობა განახლდა. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის მერთან ერთად გაეცნო.
გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების და ასფალტის საფარის მოწყობა. ბათუმში ამ ეტაპზე 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.