04 ოქტომბერი 2026,   04:21
ვრცლად
ნიუ-იორკში, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნიუ-იორკში, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი ხელოვანების როლს ორმხრივი ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებაში. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული კულტურა და ხელოვნება მუდამ იყო საგარეო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენის მთავარი ინსტრუმენტი.

დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვიდეო მიმართვა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავების კუთხით.

დღის ამბები