თბილისის საკრებულოში საქართველოს სამბოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ქართველ სპორტსმენებს ყირგიზეთში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება მიულოცეს.
შეგახსენებთ, ბიშკეკში გამართულ შეჯიბრში ქალთა გუნდის წევრმა ელენე ქებაძემ ოქროს მედალი აიღო, ვაჟებში კი, დავით ლორიაშვილმა ვერცხლის, პაატა ღვინიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.