თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის" გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ უმასპინძლა. ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებთან, ტოლერანტობასა და თანასწორობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.