04 ოქტომბერი 2026,   04:22
ვრცლად
კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, რომელიც სოფელ კარდენახში ერთ-ერთი მაღაზიის აფეთქებას ასახავს

კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, რომელიც სოფელ კარდენახში ერთ-ერთი მაღაზიის აფეთქებას ასახავს . კადრში ჩანს მამაკაცები , რომლებიც შენობასთან ორ ასაფეთქებელ საშუალებას ტოვებენ მათგან ერთი ამოქმედდა.

დაზიანებულია შენობის კარი - შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილობრივების იინფორმაციით, გვიან ღამით ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს,თუმცა ფაქტის შესახებ დილით შეიტყვეს, როცა ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ.

პოლიციამ მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ამოღებულია ვიდეო კამერის ჩანაწერები. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები