05 ოქტომბერი 2026,   14:29
ვრცლად
შეიძინე თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა Extra-ზე

R

თანამედროვე სამყაროში, როცა ადამიანები დროის დიდ ნაწილს სამსახურში ვატარებთ და ასე განვიცდით დროის დეფიციტს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია კომფორტი სახლში.

სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის არამარტო გარემო, ფერები, ინტერიერი, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ტექნიკა და დღეს უკვე სახლები აღჭურვილია ყველა ნივთით, რომელიც დიასახლისს უმარტივებს საშინაო საქმეებს და ეხმარება იყოს უფრო მეტად პროდუქტიული დროის მოკლე მონაკვეთშიც კი.

დილა რომ ენერგიულად დაიწყოთ, ამისთვის ყავა და ყავის აპარატი შეუცვლელი ნივთია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერაც კი საკმარისი და ყავა რამდენიმე წუთში მზადაა. ჩაის მოყვარულებს ელექტრო ჩაიდანი დაგჭირდებათ, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და არ გაცივდება წყალი, თუნდაც გაგიხანგრძლივდეთ აბაზანიდან გამოსვლა, წვერის გაპარსვა, მაკიაჟის გაკეთება, თუ მოწესრიგება.

თანამედროვე სამზარეულო დიდი მაცივრისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის გარეშე წარმოუდგენელია. ჭურჭლის რეცხვაში ნამდვილად დიდი დრო იხარჯება, დროის და ენერგიის დაზოგვისთვის კი ექსტრაზე შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა იდეალურ ფასად შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ  საიტზე წარმოდგენილია ყველა წამყვანი ბრენდის ნაწარმი, თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციებით. გარანტია თითოეულ მათგანს მოჰყვება, საჭიროების შემთხვევაში კი ისარგებლებთ განვადების სერვისითაც.

თუ ჯერ არ გაქვთ ეს უმნიშვნელოვანესი ნივთი, მაშინ დაფიქრდით, ხომ არ გაუკეთებდით საახალწლო საჩუქარს თქვენს ოჯახის წევრებს? ის რაც ყველას გაახარებს, ვინც სახლში სისუფთავეზე ზრუნავს, არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა სამზარეულოში.

მაცივრის გარეშე ხომ სამზარეულო წარმოუდგენელია, ორკარიანი, ზედა თუ ქვედა საყინულით, თეთრი, შავი, ნაცრისფერი თუ რაიმე ორიგინალური ტონალობის? ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. Extra.ge -ზე ნებისმიერი ფერის, მოცულობის, ბრენდის მაცივარს შეარჩევთ, Samsung, Bosch, Gornje, Midea, Beko, Vestel არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, რადგან თქვენ წინაშე მაცივრების ფართო ასორტიმენტი გადაიშლება.

გემრიელი სადილისა თუ ვახშმის შემდეგ,  ტელევიზორთან შეკრება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ხანდახან ხდება ისეც, როცა არ ემთხვევა ადამიანების გემოვნება და ინტერესები ერთმანეთს და საჭირო ხდება რამდენიმე ტელევიზორის შეძენა.

ექსტრა ამ მხრივაც იდეალური შესაძლებლობაა, რადგან საიტზე წარმოდგენილია ტელევიზორების უდიდესი არჩევანი. ზომის, ფორმის, ფუნქციების თვალსაზრისით შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი ტელევიზორი, რომელიც მოერგება როგორც  თქვენს  სურვილებს, ასევე, ბიუჯეტს და თქვენი მეგზური გახდება საინტერესო საღამოების  გასატარებლად.

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას, აქტუალობას იძენს ტრანსპორტირების საკითხი, ექსტრაზე შოპინგისას კი ეს საკითხი თავიდანვე გადაჭრილია. სადაც არ უნდა იყოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ექსტრაზე შეძენილ ნივთს კურიერები უფასოდ მოგართმევენ. ისიამოვნეთ შოპინგით ექსტრასთან ერთად.

R

დღის ამბები