ქალთა მოძრაობა სქესობრივი დანაშაულების დეფინიციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ახლანდელი კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ გაუპატიურების ფაქტი დადასტურდეს, ქალს ძალადობის კვალი უნდა აღენიშნებოდეს, რაც, მათივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ქალთა მოძრაობის მოთხოვნას ღამის კლუბებისა და მუსიკალური ფესტივალის წარმომადგენლებიც უერთდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა, ასევე, ისაუბრეს აქციაზეც, სადაც მოთხოვნებს გააჟღერებენ. აქცია-მარში 25 ნოემბერს არის დაგეგმილი.