01 ივლისი 2026,   09:01
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოწოდებით გამოვიდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ შორის რეპარაციების გადახდის მოწოდებით გამოვიდა.

193 წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორისაა საქართველოც; 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა; 73-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული "უკანონო ქმედებების" შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

დღის ამბები