სააფთიაქო ქსელი ავერსი 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანიას 321-ე, ახალი აფთიაქი შეემატა.
ახალი ფილიალი დავით აღმაშენებლის გამზირზე, 98 ნომერში მდებარეობს. გახსნის ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. სტუმრები სხვადასხვა სახის თავის მოვლის პროდუქციით დასაჩუქრდნენ.
დღეს, სიმბოლურად, ყოველი 28-ე მომხმარებელი 30 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ორშაბათი კი ავერსში არსებულ მედიკამენტებზე ფასდაკლების დღედ გამოცხადდა.