04 ოქტომბერი 2026,   02:43
ვრცლად
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეებმა კონცერტიც გამართეს, გამოიფინა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული პირადი ნივთები.

დაჯილდოების ცერემონიაში ანსამბლები "მართვე" და "მძლევარიც" მონაწილეობდა. საბავშვო ლიტერატურული კონკურსი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ 5 წლის წინ დაარსა. ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.

დღის ამბები