საქართველოს რკინიგზა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანი რკინიგზის სექტორში თანაბარი შესაძლებლობებისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა.
პრეზენტაცია სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული პარტნიორების მონაწილეობით გაიმართა. პროექტს უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, ფრანგული კომპანია განახორციელებს.