01 ივლისი 2026,   09:10
ვრცლად
მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ, მაგრამ თუ "რესპუბლიკელები" დაიკავებენ კონგრესს, ვითარება გართულდება - ბაიდენი კონგრესის შუალედურ არჩევნებზე

შუალედურ არჩევნებზე განცხადებები გაკეთდა მოქმედი და ექსპრეზიდენტის მხრიდანაც.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ამ დროისთვის მის პარტია ლიდერობს. ამასთან ტრამპი მოსახლოებას მადლობას უხდის ნდობისთვის. 

"დიდი მადლობა ყველას, ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ღამე. ამ მომენტისთვის, ჩვენ გვაქვს 80 მოგება და სამი წაგება-ეს შესანიშნავია. ჩრდილოეთ კაროლინაში ახლა ტედ ბადი ლიდერობს, შესანიშნავია. მისურიშიც- ძალიან კარგი ბიჭია. ოჰაიოში ჯეი დი ვენსი ლიდერობს, სადაც წარმოუდგენელი ერთიანობა გვქონდა. და კიდევ ბევრი სხვა კარგი ადამიანი გვყავს. ასე რომ, დიდი შეჯიბრი მიმდინარეობს,"-აცხადებს დონალდ ტრამპი. 

ოპტიმიზმს და გამარჯვების იმედს ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად არც ამჟამინდელი პრეზიდენტი კარგავს, თუმცა ჯოზეფ ბაიდენი აღნიშნავს, რომ კონგრესის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება. 

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ძალიან რთული იქნება შევინარჩუნოთ კონგრესი, თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ვფიქრობ სენატში ჩვენ გავიმარჯვებთ რაც შეეხება კონგრესს აქ საქმე უფრო რთულად იქნება, თუ "რესპუბლიკლები" დაიკავებენ კონგრესს, ვითარება გართულდება,"-აცხადებს ბაიდენი. 

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია. 

წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ. 

ამასთან, ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.

დღის ამბები