04 ოქტომბერი 2026,   09:06
ვრცლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. მინისტრი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და მის ფარგლებში, პროფესორ მანუელა შტუდერ-კარლენის ლექციას დაესწრო თემაზე – "შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება".

ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

დღის ამბები