ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალში ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად ორი ახალი სკვერი მოეწყო. მოსასვენებელ სივრცეებში განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, კალათბურთის მინი სტადიონი, დაირგო მცენარეები და მოეწყო საპარკე ინფრასტრუქტურა.
ახალი სკვერები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.