03 ოქტომბერი 2026,   21:39
ვრცლად
"გალფის" მხარდაჭერით საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად გაემგზავრება

"მომავალი ჩვენია" - "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" და "გალფის" ახალი პლატფორმის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა "გალფის სასტიპენდიო პროგრამა", რომლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველ კურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

ამას გარდა, კომპანია "გალფის"მხარდაჭერით და არველაძეების ფონდის ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ.

 

 

 

დღის ამბები