03 ოქტომბერი 2026,   22:45
ვრცლად
მექსიკაში 5 ქალის ცხედარი იპოვეს

 მექსიკის ქალაქ კუაუტლაში 5 ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გარდაცვლილები ქალაქის 2 სხვადასხვა ადგილას იპოვა.

მორელოსის შტატის პროკურორის განცხადებით, მკვლელობები, სავარაუდოდ, ნარკობანდებს შორის მომხდარ დავას უკავშირდება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ბოლო წლებში მექსიკაში ფემიციდი საკმაოდ მწვავე პრობლემაა.

დღის ამბები