თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა, შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა, რომელიც ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერებები სახელდება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.