01 ივლისი 2026,   09:09
ვრცლად
ინდოეთის პირველი ამომრჩეველი 105 წლის ასაკში გარდაიცვალა - ვინ იყო შაიამ სარან ნეგი და რას ეუბნებოდა იგი ახალგაზრდებს

შაიამ სარან ნეგი 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო პირველი ადამიანი, ვინც არჩევნებში ხმა მისცა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. 

ამ დღიდან, მამაკაცი ყველა არჩევნებში აძლევდა ხმას, ბოლოს კი საარჩევნო უბანზე სიკვდილამდე 3 დღით ადრე იმყოფებოდა.

"ახალგაზრდობა უნდა გამოვიდეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რადგან არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ჩვენი მოვალეობაა მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში", - ამბობდა ნეგი.

დღის ამბები