Twitter-ზე ვერიფიკაციის საფასური თვეში $7,99 იქნება,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, CNN-მა შექმნა Twitter-ის ახალი ანგარიში და დარეგისტრირდა ფასიან ვერიფიკაციაზე, თუმცა გვერდმა ვერიფიკაცია ვერ მიიღო.
ვერიფიკაციის ნიშანი დიდი ხანია რაც გამოიყენება და იგი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების, გამოჩენილი მოღვაწეების და ჟურნალისტების ავთენტურობის ადასტურებს.
ცვლილების შედეგად, Twitter-ზე ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყოველთვიურ თანხას გადაიხდის.