01 ივლისი 2026,   09:11
ვრცლად
უკრაინის გენშტაბი: გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტერს 7-ჯერ დაარტყა, ჩამოგდებულია 4 უპილოტო საფრენი აპარატი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში მტერს 7-ჯერ დაარტყა.

ამასთან, გენშტაბი იუწყება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

"აგრესორები ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. შეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის რაიონებში.გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზიბინში, ბილოგორივკაში; ანდრიივკაში, ბახმუცკეში, ბერესტოვში, მაიორსკში, მაკიივკაში, მარინკაში, ოზარიანივკაში, ოპიტნეში, პავლივკასა და იაკოვლივკაში. ზოგიერთ დასახლებაში ოკუპანტები ანადგურებენ უკრაინული მობილური ოპერატორების ანძებს.

მტრის დამარცხება დადასტურდა ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.. პოლოგიისა და მარფოპილის დასახლებების რაიონებში განადგურდა 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა რუსეთის საოკუპაციო ძალების 80-მდე სამხედრო მოსამსახურე. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტერს 7-ჯერ დაარტყა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,"-აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები