სულ მცირე 10 ადამიანი დაიჭრა სროლის შედეგად აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში. რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი ერთ-ერთი ბარის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი ფიგურირებს. ისინი გასართობი დაწესებულების გარეთ გაჩერებული მანქანიდან მოულოდნელად გადმოვიდნენ და იქვე მყოფი ადამიანების მიმართულებით დაახლოებით 40-ჯერ გაისროლეს. შემთხვევის ადგილიდან უცნობი პირები მალევე მიიმალნენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.