რუსთავის მერმა რუსთაველებს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ნინო ლაცაბიძის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში პირველად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოისმინა.
ამ ეტაპისთვის 104 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი, რუსთავში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, სოციალურ პროგრამებს, განათლების ხელშეწყობას, და ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვას მოხმარდა.
რუსთავის მერი, 2022 წლის ანგარიშს, ეტაპობრივად არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც წარუდგენს.