01 ივლისი 2026,   09:09
ვრცლად
აშშ უკრაინას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კიევში კიდევ ერთი დაპირებით ჩავიდა.

მოგვიანებით კი პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ომში მყოფ ქვეყანას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. მათ შორის არის 45 ტანკი, რომელთა ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.

დახმარების პაკეტში შედის ჯავშან ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემები და დრონები.

დღის ამბები