კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ 12 თეატრისათვის 12 ახალ მიკროავტობუსს შეიძენს.
2022 წლის 28 ოქტომბერს სამინისტრომ 12 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოაცხადა 1 270 152 ლარის ღირებულების ტენდერი, რომლის დასრულების თარიღია 2022 წლის 28 ნოემბერი.
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს უკვე გადაეცა ახალი მიკროავტობუსები. თითოეული მიკროავტობუსი თეატრების სიმბოლოებით გაფორმდა. ეს საჩუქარი მინისტრმა თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს.