10 ოქტომბერი 2026,   11:44
ვრცლად
ბრიუსელის ცნობილმა არტ სივრცემ მწერალ ნინო ხარატიშვილს უმასპინძლა

ბრიუსელის ცნობილმა არტ სივრცემ "ბოზამრმა" მწერალ ნინო ხარატიშვილს უმასპინძლა. "მკრთალი შუქი" - ასე ჰქვია მწერლის ახალ რომანს, რომელზეც მან თავის ერთგულ მკითხველთან ისაუბრა. 

როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, მისი ახალი რომანი ოთხ მეგობარზეა და მოქმედება ოთხმოცდაათიან წლებში ვითარდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო ხარატიშვილი თავის შემოქმედებით აცნობს საქართველოს კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას და ესაუბრება იმ ისტორიაზე, კულტურაზე და ევროპულ იდენტობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,"-აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები