03 ოქტომბერი 2026,   21:49
ვრცლად
გარემოს დამცველებმა ხაშურსა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს

გარემოს დამცველებმა ხაშურსა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. ამოღებულია, ჯამში 45 ერთეული წიწვოვანი სახეობის, სხვადასხვა ზომის მორი, 100 ერთეული ე.წ. პადონი და 7 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.

დაურეგისტრირებელი საამქროები მოქალაქეებს საკუთარ ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები, შესაბამის უწყებებს გადაიგზავნა.

დღის ამბები