საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მათ ნაცვლად კი სკვერები მოეწყო. განათების სისტემა და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე დაიდგა სხვა საპარკე ინვენტარი.
სივრცის მოწყობისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 152 ათასი ლარი დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, დაათვალიერა.