თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს, რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.
სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.