09 ოქტომბერი 2026,   20:11
ვრცლად
სმარტ საათების დიდი არჩევანი

ბოლო პერიოდში სმარტ საათები ძალიან მოდური და მოთხოვნადი გახდა. ის საკუთარ თავში ბევრ სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებს, მოსახერხებელია და ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასზე გაზრდილი მოთხოვნისა.

მართალია სმარტ საათი ვიზუალურად ჰგავს მაჯის საათს, მაგრამ რეალურად ის დროის ჩვენების გარდა, ბევრ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს. როგორც წესი, ის აღჭურვილია Bluetooth-ით, რითაც ხდება მისი სმარტოფნთან სინქრონიზაცია. იგი ასევე აღრიცხავს ადამიანის აქტივობას (სირბილს, სიარულს), ასახავს ჯანმრთელობის მახასიათებლებს, მაგალითად გულის ცემას, ახდენს არტერიული წნევის, ძილისა და სხვა მონაცემების მონიტორინგს.

როგორც უკვე აღინიშნა, ჭკვიანი საათი დაკავშირებულია სმარტფონთან და მფლობელს აცნობებს შემომავალი ზარების, ელექტრონული ფოსტის თუ სხვა სახის შეტყობინებების შესახებ. იგი იმართება სენსორული ეკრანის ან ღილაკების მეშვეობით.

სმარტ საათები ძირითადად ორ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობენ. ესენია: Android Wear,  watchOS. Android Wear შექმნილია Google-ის მიერ, მას იყენებენ: LG, Sony, Motorola, Asus, Samsung, Huawei და.ა.შ. WatchOS წარმოადგენს Apple-ის პროდუქტს და შესაბამისად Apple Watch-ში გამოიყენება.

შეიძინე ექსტრაზე სმარტ საათები, რომელთა ფართო არჩევანი ფასებისა და მოდელების მიხედვით ნამდვილად გაგაოცებთ.  

ყველაზე დახვეწილი და მაღალფასიანი სმარტ საათები Apple-ს აქვს, Appla Watch-ების ფასები საიტზე 1649 – 1119 ლარში მერყეობს.

ფუნქციური თვალსაზრისით ასევე ძალიან ძლიერი და კარგი ვარიანტია Xiaomi-ს Samsung-ს საათები, რომელთა მოდელები დიზაინის და ფერების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. Xiaomi ნამდვილად ძლიერ და ლამაზ მოდელებს წარმოადგენს ბიუჯეტურ ფასად, ამ ბრენდის მიერ წარმოებული ჭკვიანი საათი 180 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ამ ტიპის საათები ძალიან მოსახერხებელია ბავშვებისთვის, ამიტომაც სპეციალურად საბავშვო სმარტ საათები არსებობს, ნათელი ფერებითა და შესაბამისი ფუნქციონალით, რომელიც ეხმარება მშობელს შეამოწმოს ბავშვის მდებარეობა და მართოს მისი კონტაქტების სიები. ასეთი საათები აღჭურვილია SOS ღილაკით, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანგებო სიტუაციაში ბავშვი აჭერს ამ ღილაკს და მშობელს ეგზავნება დახმარების მოთხოვნის შეტყობინება, გარდა ამისა, მშობელს ეძლევა საშუალება დისტანციურად მართოს საათი და ესაუბროს შვილს.

იმ ვითარებაში, როცა მთელი დღის განმავლობაში მშობლები და შვილები საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, ნამდვილად კარგი გადაწყვეტაა სმარტ საათი მეტი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის.

ექსტრაზე ამ ტიპის საათები ძალიან კარგი ფასდაკლებითაა წარმოდგენილი, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ განვადებით სარგებლობაც სასურველი საათის შესაძენად.

(R)

დღის ამბები