05 ოქტომბერი 2026,   14:21
ვრცლად
ბათუმის ბულვარში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა  

ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 ადამიანი.

მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს - მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"ერთი, რომელიც სასწრაფოს მიერ არის შემოყვანილი, არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, აქვს შემავალი ჭრილობა თავისა და გულ-მკერდის არეში. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული აქვს კვლევები და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - აცხადებს ექიმი.

დღის ამბები