სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ეფექტიანობა რომ გაიზარდოს, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს.
მონიტორინგმა, გათვლების მიხედვით, უნდა გამორიცხოს იმის დაშვება, რომ პროგრამაში ჩართული პირები ანაზღაურებას სამუშაოს შესრულების გარეშე აიღებენ. როგორც მთავრობაში განმარტავენ, პროგრამის დადებითი ეფექტი სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირება უნდა იყოს. სამთავრობო პროგრამისთვის წელს 40 მლნ ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი, პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, აქედან 22 ათასი უკვე დასაქმდა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; წესების მიხედვით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, სოცდაუცველებს შემწეობა ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.