ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხი აქტიურდება. "გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - ინციდენტების პრევენციისთვის ამ სახელწოდების კამპანიას განაგრძობს ენერგოომბუდსმენის აპარატი.
კამპანიის ფარგლებში, კარდაკარის პრინციპით მარეგულირებლები მოქალაქეებს გაზის უსაფრთხოების წესებს გააცნობენ.