09 ოქტომბერი 2026,   18:11
ვრცლად
ვაშინგტონის სმითსონიანის მუზეუმში დღეს კონკურსი გაიმართა, კონკურსში მონაწილეობას ქართველი შეფ-მზარეულიც იღებს

ვაშინგტონის სმითსონიანის მუზეუმში დღეს კონკურსი გაიმართა, რომელშიც შეერთებულ შტატებში აკრედიტებული საელჩოების შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.

თითოეული ქვეყნის საელჩოს წარმოდგენილი ჰქონდა ეროვნული კერძი და მას შეფასებას როგორც ჟიური, ასევე ღონისძიებაზე მიწვეული საზოგადოება აძლევდა.

კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს საელჩოც. შეფ-მზარეულმა უჩა მამულაშვილმა ქართული კერძი "ყალია", ქართული ღვინო და ფელამუში წარმოდგინა. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები ჩინეთი და ფილიპინები გახდნენ.

დღის ამბები