სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში გუშინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დაიწყო.
პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება. სტიქიის შედეგად გარესამყაროს 76 ოჯახი მოწყდა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული ხიდის აღდგენა სტიქიის შედეგად წალენჯიხის სოფელ ფახულანში.