11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გოგონათა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს მეორედ გაიმართა საქართველოშიც. ღონისძიებაში მონაწილეობენ 13-დან 22 წლამდე ახალგაზრდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან.
ღონისძიების მონაწილეები ისარგებლებენ "ღია მიკროფონით", დასკვნითი ნაწილი კი ფილმის ჩვენებას დაეთმობა. კამპანიის მიზანია გოგონათა უფლებების აღიარება და დაცვა, განათლების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების გაზრდა.