07 ოქტომბერი 2026,   19:35
ვრცლად
გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, დავით ესათია გამოვიდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მე-3 კომიტეტის დღის წესრიგით გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, რომელიც, ამ პოზიციაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

სიტყვით გამოსვლისას ის შეეხო იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს ახალგაზრდობა. მან ილაპარაკა ახალგაზრდების მრავალმხრივ საჭიროებებზე და აღნიშნა ახალგაზრდების, როგორც განსაკუთრებული ძალის, მნიშვნელობაც მასშტაბურ პროცესებში. ასევე ყურადღება გაამახვილა თავის განვლილ გზაზე და საკუთარი მაგალითით ახალგაზრდებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

დავით ესათიამ აღნიშნა, რომ რთულია იფიქრო მომავალზე ან განვითარებაზე, როდესაც გიწევს დაბრკოლებებით აღსავსე რეალობაში ცხოვრება, როდესაც გაეროს წესდება, ფუნდამენტური პრინციპები თუ საერთაშორისო ნორმები დარღვეულია.

ასეთი გარემო მენტალურად აზიანებს ახალგაზრდებს და ართმევს მათ უმთავრესს - მაღალი დონის განათლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას.

დღის ამბები