პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას და მიზანში აქვს ამოღებული საქართველო, მისი შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის დახმარებაა - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში ისაუბრა. კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
მისი აზრით, ძალიან ცოტაა ისეთი ელემენტი დარჩენილი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება სანქციები დაწესდეს. გარდა ამისა, კალასის თქმით, ომისგან დაღლილობა და საშინაო პრობლემები სანქციებთან დაკავშირებით ერთობის შენარჩუნებას ართულებს, თუმცა რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს.
კაია კალასი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები გაქცევის ნაცვლად, ქვეყანაში უნდა დარჩნენ და თავიანთ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ.