რაჭაში რთველი გრძელდება- 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი.