04 ივლისი 2026,   03:02
ვრცლად
საპროტესტო ტალღა ირანში - დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა. სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, ასევე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ვრცელდება ინფორმაცია მუშების გაფიცვების შესახებ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაბი აქციებზე 160-მდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის არის 16 წლის ბლოგერი გოგონა, რომელიც ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს.

ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ რომ აქციები გარე ძალების მიერ არის მართული. ადგილობრივი ტელევიზია კი სავარაუდოდ ჰაკერებმა გატეხეს. ეთერში მოულოდნელად საინფორმაციო გამოშვება შეწყდა ეკრანზე კი ირანის უზენაესი ლიდერის გამოსახულება გამოჩნდა, რომელსაც თავზე სამიზნე ეხატა, მის ქვევით კი მაჰსა ამინის და საპროტესტო აქციების დროს მოკლული 3 ქალის ფოტო იყო გამოსახული.

დღის ამბები