04 ივლისი 2026,   03:02
ვრცლად
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები თალიბანის წარმომადგენლებს ყატარის დედაქალაქში პირისპირ შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები თალიბანის წარმომადგენლებს ყატარის დედაქალაქში პირისპირ შეხვდნენ. ინფორმაციას CNN 2 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, ეს შტატებსა და თალიბანს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ივლისში, ქაბულში შტატებმა ალქაიდას ლიდერი ალზავაჰირი გაანეიტრალა. როგორც სტატიიდან ირკვევა, ადმინისტრაციამ დოჰაში შეხვედრაზე "სი-აი-ეის" დირექტორის მოადგილე და ავღანეთზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი გაგზავნა.

CNN-ის ინფორმაციით, ეს შეხვედრა კონტრტერორიზმის აქცენტზე მიუთითებს. "სი-აი-ეიმ" და სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.როგორც ცნობილია, გასულ თვეში თეთრმა სახლმა კონტრტერორიზმზე თალიბანთან თანამშრომლობას "მიმდინარე სამუშაო" უწოდა.

დღის ამბები