04 ივლისი 2026,   03:26
ვრცლად
რუსეთი არის მაგალითი მსოფლიოში არსებული ყველა აგრესორისთვის, რომ ჩვენს დროში, ის ვინც მსგავს ომს იწყებს, საბოლოოდ დასუსტდება და განადგურდება - ზელენსკი

რუსეთი უნდა იყოს ყველა აგრესორისთვის მაგალითი იმისა, რომ ვინც ასეთ ომს იწყებს, ის სუსტდება და საბოლოოდ განადგურდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება გრძელდება და უკვე 96 დასახლებული პუნქტია თავისუფალი. 

"ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ის ტერიტორია, რომლის ოკუპაციასაც აგრესორი განაგრძობს. რუსეთი არის მაგალითი მსოფლიოში არსებული ყველა აგრესორისთვის, რომ ჩვენ დროში, ის, ვინც მსგავს ომს იწყებს, საბოლოოდ დასუსტდება და განადგურდება. მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა, რუსული ფსევდორეფერენდუმისგან უკრაინის აღმოსავლეთში 776 კვადრატული კილომეტრი და 29 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში. ამ კვირაში კარგი შედეგებია უკრაინის სამხრეთშიც - იქაც ყოველდღე ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან, რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები