09 დეკემბერი 2022,   18:54
ვრცლად
ერისთავის თეატრი გორში მორიგ თეატრალურ სეზონს ხსნის

ერისთავის თეატრი გორში მორიგ თეატრალურ სეზონს ხსნის - სეზონს ერისთაველები ხსნიან ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლით "დაუძახე ბროწეული, პურის თავთავო".

სპექტაკლს წინ უსწრებს მაყურებლისათვის თეატრის სამომავლო გეგმების გაცნობა, რომელიც ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიმუშავა, რათა ერისთავის თეატრი იქცეს მულტი კულტურულ დაწესებულებად, რომლის კარიც მთელი წლის მანძილზე ღია იქნება საუბრებისთვის არა მხოლოდ თეატრის შესახებ.

თეატრის ფოიეში ასევე გამოფენილი იქნება რემბრანტის გრავიურების კოლექცია, რომელიც საქართველო- ნიდერლანდების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოიტანეს საქართველოში ლიმიტირებული დროით.

დღის ამბები