09 დეკემბერი 2022,   21:16
ვრცლად
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას კომისია

9-კაციან კომისიას ორ კვირაზე ნაკლები რჩება, რომ ომბუდსმენობის მსურველებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნოს. კანდიდატებს პროფესიებთან ერთად, ხედვაც განასხვავებთ თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა მომდევნო 5 წლის მანძილზე. კანდიდატები ამბობენ, რომ ომბუდსმენის თანამდებობას ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროპის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ოპოზიციის ნაწილი პირობას არ ცვლის. მათი მხარდაჭერა ექნებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებზე რეკომენდაციაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასცეს, ნაწილი კი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. ყველა თანხმდება, რომ კანდიდატის პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი იქნება.

კანდიდატის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა გადამწყვეტია უმრავლესობის წევრებისთვისაც. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართა. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად დეპუტატთა 90 ხმაა საჭირო, შესაბამისად "ქართული ოცნება" კონსესუსისთვის მზაობასაც ადასტურებს.

13 ოქტომბრამდე, როდესაც შემფასებელი კომისია საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, ოპოზიციას მინიმუმ შვიდი კანდიდატის შერჩევა შეეძლება. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება პროცესში უმრავლესობა, მოგვიანებით კი კანდიდატებთან გასაუბრება საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გადაინაცვლებს.

დღის ამბები