"ღირსეული პასუხი 2022"- მეორე ქვეით ბრიგადაში მედია სწავლება დაიწყო. ჟურნალისტები, ოპერატორები, სტუდენტები - სწავლებას 21 მონაწილე ჰყავს. წელს "ღირსეულ პასუხს" ახალი მიმართულება - ავიაციის კომპონენტიც დაემატა.
მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც. "ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ხელს შეუწყობს.