05 ოქტომბერი 2026,   23:06
ვრცლად
სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს

სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. მათივე ცნობით, საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 

დღის ამბები